პროექტები

  1. პროექტის სახელწოდება:                        ფიზიკა და მედიცინა
  2.  პროექტის მთავარი იდეა:         გავაცნო მოსწავლეებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკის ცოდნას სამედიცინო საქმიანობაში;
  3. პროექტის აქტუალობა:                   ფიზიკის და ზოგადად, ტექნიკური მეცნიერების უდიდესი წვლილი მედიცინის განვითარებასა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში;
  4. პროექტის მიზნები:              მოსწავლეები პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით უფრო მეტად დაინტერესდნენ სკოლაში ფიზიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებით და ამაღლდეს მათში    სწავლის მოტივაცია;
  5. მონაწილეთა ასაკი:                სკოლის მე–11, მე–12 კლასის მოსწავლეები(16–17 წლის)
  6. ვადები/ხანგრძლივობა:          მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში მუშაობენ მიწოდებულ მასალაზე, შეძლებისდაგვარად აკვირდებიან სხვადასხვა კლინიკებსა და საავადმყოფოებში სამედიცინო აპარატურის გამოყენებას დიაგნოსტიკასა თუ მკურნალობის პროცესში;
  7. მოსალოდნელი შედეგები:      მოსწავლეებს უღრმავდებათ ცოდნა, თვითონ ცდილობენ მოიძიონ ინფორმაცია მედიცინაში აპარატურის გამოყენების მნიშვნელობაზე,რითაც გამოიმუშავებენ კვლევა–ძიებისა და მიღებული ცოდნის ანალიზის უნარს. ისინი ეცნობიან მედიცინაში აპარატურის უკვე დანერგილ და დასანერგ სიახლეებს. მათ კარგად ექნებათ გააზრებული, რომ ყველაფერ ამის სწავლაში საფუძველს უყრის და ეხმარება სკოლა;
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, ვებგვერდები, ენციკლოპედია;
  9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის სახელწოდებას, მათ ზოგადად უკვე იციან, რომ ფიზიკა იმ ზუსტ მეცნიერებათა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც საფუძვლად უდევს ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც ყოფა–ცხოვრებაში, ასევე სამედიცინო სფეროში. მედიცინაში ფართოდ იქნა გამოყენებული ულტრაბგერა, მათთვის ასევე კარგადაა ცნობილი თუ რა დიდი გამოყენება აქვს რენტგენის სხივებს დიაგნოსტიკაში, თითქმის ყველანაირი სახის ქირურგიული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ლაზერის მეშვეობით, ლაზერული ქირურგია იყენებს ლაზერს სხვადასხვა ხელსაწყოების მაგივრად,როგორიცაა  მაგ. სკალპელი. ლაზერების მეშვეობით ექიმს მეტი შესაძლებლობა აქვს გაიოლებულად შეასრულოს სხვადასხვა რთული სამუშაო. ლაზერის გამოყენებით მცირდება სისხლის დანაკარგი, ჭრილობაში ინფექციის შეღწევის შანსი, პოსტოპერაციული დისკომფორტი და ა.შ.  ფიზიკის სასწავლო კურსით მოსწავლეებს უკვე გავლილი აქვთ რენტგენის სხივები, ულტრაბგერები, გამა–გამოსხივება, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობს სხვადასხვა დაავადებათა კვლევა და მკურნალობა. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის, რომ ინტერნეტით ვუჩვენო სამედიცინო აპარატურის გამოყენება და მათი დიდი როლი მედიცინის განვითარებაში;
  10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    თემა ითვალისწინებს საგნობრივ ჯგუფებთან – საბუნებისმეტყველო (ქიმია, ბიოლოგია) , მათემატიკასთან და ესგ–ს კავშირს, მოსწავლეები ეჩვევიან ინფორმაციის მოძიებას, ცოდნის ანალიზის და საგაკვეთილო პროცესში ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკულად გამოყენების უნარს.
  11. პროექტის ხელმძღვანელი:      ფიზიკის მასწავლებელი   ნინო ბერაძე
  12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:    nino.beradze1963@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий